“Mamardashvili volaba para evitar el gol de Negredo” – გიორგი მამარდაშვილი გაფრინდა და ალვარო ნეგრედოს არ გაატანინა. ასე ეხმაურება ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca გუშინდელ შეხვედრაში “კადისთან” გიორგი მამარდაშვილს საოცარ სეივს, როდესაც ქართველმა მეკარემ თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
მამარდაშვილის საოცარი სეივი და მორიგი მშრალი მატჩი ლა ლიგაში
“მატჩი აქტიურად მიმდინარეობდა, მაგრამ ორივე გუნდის კართან მომენტების შექმნა ჭირდა. გუნდები დაცვაში უფრო კარგად მოქმედებდნენ, ვიდრე შეტევით ფაზებში. ყველაზე რეალური საგოლე მომენტი პირველი ტაიმის მიწურულს ალვარო ნეგრედოს ჰქონდა, მაგრამ მამარდაშვილი გაფრინდა და საოცარი სეივიც შემოგვთავაზა”, – წერს ესპანური გამოცემა.
მატჩის მეფე: გიორგი მამარდაშვილის შეფასება კადისთან მატჩში
გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგაში 477 წუთიანი მშრალი სერია აქვს. მან ბოლოს გოლი “ბარსელონასთან” წაგებულ თამაშში გაუშვა.
მომდევნო შეხვედრას გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” 11 აპრილს “რაიო ვალეკანოს” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings