in

მამარდაშვილი ასე ახლოს, მაგრამ ასე შორს ლივერპულთან

“მარკამ” გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიადან” “ლივერპულში” შესაძლო გადასვლაზე წერილი გამოაქვეყნა სათაურით – მამარდაშვილი ასე ახლოს, მაგრამ ასე შორს “ლივერპულთან”.

გამოცემა წერს, რომ ქართველი მეკარის თაობაზე ბოლო 10 დღეში მერსისაიდელებმა სამზე მეტი შეთავაზებით მიმართეს “ვალენსიას”, მაგრამ უარი მიიღეს და 40 მილიონ ევროზე ნაკლებად გაყიდვაზე არ თანხმდებიან.

“ლივერპული” 40 მილიონთან მიახლოებული თანხის გადახდაზე თანახმაა, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ და კლუბები ამ კვირაში სიტუაციის ჩიხიდან გამოყვანას შეეცდებიან.

აღნიშნულია, რომ კლუბები ერთგვარი სატრანსფერო ცივი ომის პირობებში იმყოფებიან, ფეხბურთელი პრემიერლიგის გუნდში გადასვლაზე თანახმაა, მისთვის დრო მტანჯველად იწელება,
“ღამურების” პრეზიდენტი პიტერ ლიმი ყოველ ჯერზე ფასის თამასას მაღლა სწევს და მოლაპარაკებები ყველაზე დაძაბულ ფაზაშია.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა 4 საათი საავადმყოფოში იყო

ჩაკვე ტურის სიმბოლურში შეიყვანეს