in

მამარდაშვილის წაყვანის ფავორიტია – ლესტერი

ამ ზაფხულს გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს ნამდვილად უნდა ველოდოთ. „ვალენსიას“ ფული უნდა, მაგრამ რაც მთავარია ქართველი ისე თამაშობს, დიდხანს ლა ლიგის ფსკერზე მყოფ გუნდში არ გააჩერებენ. არაერთხელ დაიწერა „ატლეტიკოზე“, რომელიც იან ობლაკის გაშვებას აპირებს და შემცვლელად ჩვენიანი შეურჩევია. ადრე გეხსომებათ „ტოტენჰემზეც“ ითქვა, სადაც კარიერას ასრულებს ვეტერანი უგო ლორისი. და ახლა კიდევ ერთი ვარიანტი – ინგლისური „ლესტერი“.

ამ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს, რომელსაც ხშირად აქვს ხოლმე წინასწარ სატრანსფერო ჭორებთან წვდომა და მერე მართლდება ხოლმე მისი პროგნოზი.

„ლესტერი“ ფავორიტია გიორგი მამარდაშვილის შესაძენად. ქართველი მეკარის მიმართ დიდი ინტერესია. მისი აგენტი ლევან სეთურიძე „სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ მატჩზე იმყოფებოდა. ის ლონდონში ზაფხულის ტრანსფერზე მუშაობს.
„ვალენსიას“ ქართველ მეკარეს ბოლო დროს არაერთ ინგლისურ და ესპანურ კლუბს უკავშირებენ. რაც შეეხება “ლესტერს”, ერთ დროს პრემიერლიგის გამარჯვებული გუნდი დღეს არასახარბიელო სატურნირო ვითარებაშია, კასპერ შმეიხელის წასვლის შემდეგ კი შესაბამისი კვალიფიკაციის კიპერით არ გაძლიერებულა“, – წერს ფაბრიციო რომანო.

გიორგი მამარდაშვილი 2021 წლის 7 ივნისს ერთწლიანი იჯარით (გამოსყიდვის შესაძლებლობით) „ვალენსიის“ სარეზერვო გუნდში გადავიდა, მაგრამ მაშნდელმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ამის შემდეგ „ვალენსიამ“ მისი კონტრაქტი გამოისყიდა.

22 წლის მეკარეს „ტრანსფერმარკტი“ 25 მილიონ ევროდ აფასებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლოჩოშვილი წაგებულზე შეუშვეს: ლუკა 19 წლის შემდეგ კალაძის მერე პირველია

მასზე ნიჭიერი თავდამსხმელი არ მინახავს: ვინ აქებს მიქაუტაძეს