in ,

მამარდაშვილის შეფასებები რაიოსთან მატჩში

ლა ლიგაში გიორგი მამარდაშვილის მშრალი სერია 570-ე წუთზე შეწყდა, მაგრამ “რაიო ვალეკანოსთან” შეხვედრაში იგი გამორჩეული იყო მოედანზე და საოცარი სეივებიც განახორციელა.

Whoscored.com-მა გიორგი მამარდაშვილის თამაში 7.2 ქულით შეაფასა. “ვალენსიაში” მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ კარლოს სოლერს ჰქონდა (7.5). ასევე, 7.2 ქულით შეფასდა გონსალო გედეშის თამაში. “რაიო ვალეკანოს” რიგებში ყველაზე მაღალი 7.4 ქულა ჰქონდა ისი პალასონს.

რაც შეეხება Sofascore-ს. მათ გიორგის თამაში 6.8 ქულით შეაფასა. მასზე მაღალი შეფასება დაუწერეს-გაბრიელ პაულისტას (7.0), უგო გილამონს (6.9), კარლოს სოლერს (7.7) და გონსალო გედეშს (6.9).

ესპანურმა As-მა “ვალენსიას” რიგებში ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ ქართველ მეკარეს (9) დაუწერა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ისის კოშმარები დაესიზმრებოდა და ამის მიზეზი მამარდაშვილია: გიორგიმ მას ორი საოცარი ბურთი აუღო – ესპანური მედია

ბენზემა პრეზიდენტად: მაგრამ ფეხბურთელს არჩევნებში ხმა არ ჩაუთვალეს