გერმანული Transfermarket-ის მონაცემებით საქართველოს ნაკრების და “ვალენსიას” მეკარის გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება თითქმის გაოთხმაგდა და ახლა ის 3 მილიონ ევროს შეადგენს.აქამდე ის 800 000 ევრო ღირდა.
21 წლის ქართველი მეკარე ხვიჩა კვარაცხელიასა და საბა ლობჟანიძის შემდეგ, მესამე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.
გეტყვით იმასაც, რომ გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი ტურის საუკეთესო მეკარედ დასახლდა. ასევე, ლა ლიგამ “ხეტაფესთან” მისი სეივი აგვისტოს თვის საუკეთესო სეივად დაასახელა.
მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში “ვალენსიას” მაისურით, ლა ლიგაში, 6 მატჩი ჩაატარა, 7 ბურთი გაუშვა და ორჯერ კარი მშრალად შეინახა.
GIPHY App Key not set. Please check settings