ახალგაზრდა ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის კიდევ ერთი აღიარება. “რაიო ვალეკანოსთან” მატჩში პირველი ტაიმის 28-ე წუთზე მამარდაშვილმა ისი პალასონს საოცარი ბურთი აუღო, რითაც “ვალენსია” აშკარა გოლისგან იხსნა.
ლა ლიგად მამარდაშვილის ეს ეპიზოდი 31-ე ტურის საუკეთესო სეივად დაასახელა. ქართველი მეკარე ტურის სეივის ავტორი ამ სეზონში უკვე მეორედ გახდა. პირველად იგი პირველ ტურში გამოარჩიეს.
გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩი აქვს ჩატარებული და 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
GIPHY App Key not set. Please check settings