in

მამარდაშვილის სასწაული სანტიაგო ბერნაბეუზე: გიორგი MVP-ია, ვალენსიამ რეალი დაამარცხა

გიორგი მამარდაშვილმა დაუვიწყარი მატჩი ჩაატარა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სანატრელ სტადიონზე: მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ საუცხოოდ ითამაშა, მის სუსტ „ვალენსიას“ ჩემპიონობისთვის მებრძოლი „რეალის“ სენსაციურ დამარცხებაში დაეხმარა – 2:1.

მამარდაშვილმა პენალტი აიღო, სხვა ბურთებიც და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

მე-13 წუთზე ქართველმა მეკარემ ვინისიუსის დარტყმული პენალტი მოიგერია, მისგან მარცხენა მხარეს გადახდა და ბურთი ფეხით უკუაგდო.

პირველ ტაიმში გიორგიმ კიდევ ორჯერ გადაარჩინა გუნდი: ჯერ მბაპეს დარტყმის შემდეგ გამოავლინა რეაქცია, ცხრიანიდან მოხსნა ბურთი, ტაიმის ბოლოს კი ფრანის შეტევას გადაეღობა.

50-ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ვინისიუსმა შეაგდო.
ამის შემდეგ მამარდაშვილმა კიდევ რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი. ჯუდ ბელინგემსა და ფედერიკო ვალვერდეს ახლოდან არ გაატანინა. 96-ე წუთზე რუდიგერი მამარდასთან პირისპირ დარჩა, თუმცა მასაც აჯობა.

სულ მატჩის განმავლობაში მამარდაშვილს 8 მოგერიება ჰქონდა. გოლის თავიდან აცილების კოეფიციენტი – 2.28.

შეფასებები: Flashscore – 8.5; Sofascore – 8.5; Whoscored – 8.4.

ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გიორგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

რეალი – ვალენსია 1:2
გოლები: 0:1 დიახაბი (15), 1:1 ვინისიუსი (50), 1:2 უგო დურო (90+4)
გამოუყენებელი პენალტი: ვინისიუსი (13, რეალი)

„ვალენსია“ 34 ქულით მე-15 ადგილზეა და 11 აპრილს „სევილიას“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა საფრანგეთის ჩემპიონია: საგოლე პასი, მაღალი შეფასებები და ორი ტოპ ლიგა

ჩაკვეტაძემ ნახევარი საათი ითამაშა, უოტფორდმა კონკურენტთან წააგო