in

მამარდაშვილის პროგრესის საიდუმლო სიმშვიდე, მებრძოლი ხასიათი და ყოველდღიური შრომაა

„ვალენსიის“ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ რუბენ ბარახა სტაბილურად ენდობა ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს, რომლის ბოლოდროინდელი დამაჯერებელი თამაში გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია – ამის შესახებ წერილს გამოცემა Superdeporte აქვეყნებს.

„მამარდაშვილის პროგრესის საიდუმლო სიმშვიდე, მებრძოლი ხასიათი და ყოველდღიური შრომაა. „ვალენსიის“ მაისურით ჩატარებულ 87 მატჩში მიღებული გამოცდილება ადასტურებს, რომ გიორგი ნერვებს აკონტროლებს, უძლებს უდიდეს წნეხს და თავდაჯერებულია. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ქართველმა მეკარემ საგრძნობლად გამოასწორა ფეხით თამაში და პენალტების მოგერიებაც მოახერხა – ცოტა ხნის წინ იგი ორივე კომპონენტში მოისუსტებდა.

თბილისში დაბადებული ფეხბურთელი „ოსასუნასთან“ მატჩში პირველად იყო გუნდის კაპიტანი. მიმდინარე სეზონში ის ვალენსიელთა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეა, ესპანეთის ლა ლიგაში კი ყველაზე ძვირად ღირებულ მეკარეთა შორისაა („ტრანსფერმარკტის“ მიხედვით მამარდაშვილის ფასი 35 მილიონი ევროა)“, – ეს ნაწყვეტია გამოცემა Superdeporte-ს წერილიდან, რომელიც „ვალენსიის“ მწვრთნელის კომენტარსაც აქვეყნებს.

„მამარდაშვილი ახალგაზრდა მეკარეა, რომელიც გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. ყოველდღე ვმუშაობთ, რომ ის კიდევ უკეთესი გახდეს. გიორგი მხოლოდ 23 წლისაა და ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, მაგრამ საქმისადმი მისი დამოკიდებულება მომწონს.

გიორგიმ საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა. ის ლა ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გოლკიპერია და მსოფლიოს ათ ყველაზე ძვირად ღირებულ მეკარეს შორის დაასახელეს“, – განაცხადა „ვალენსიის“ მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელიას არ უვარჯიშია და შეიძლება შაბათს არ ითამაშოს

საქართველო ევროპაზე კარგად ითამაშებს: ვილი სანიოლის ინტერვიუ საქართველოს ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზე