როგორც მოგეხსენებათ, “ვალენსიას” მეკარე, გიორგი მამარდაშვილი Whoscored-მა ლა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. აღნიშნულმა პორტალმა ქართველი კიდევ ერთ კომპონენტში გამოარჩია.
“ღამურების” გოლკიპერი შევიდა ევროპის ტოპ-5 ლიგის გასული ტურის საუკეთესო 21-წლამდელთა ფეხბურთელების სიმბოლურში. Whoscored-ის თერთმეტეული ასეთია:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია)
მცველები: სტრახინია პავლოვიჩი (მონაკო), კრისტოფერ ვო (ლანსი), კევენ შლოტერბეკი (ფრაიბურგი)
ნახევარმცველები: ალფონსო დევისი (ბაიერნი), ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), ჯორჯინიო რუტერი (ჰოფენჰაიმი), ბატისტა მენდი (ანჟერი)
თავდამსხმელები: ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი), მეისონ გრინვუდი (მანჩესტერი), ამინ გუირი (ნიცა)
GIPHY App Key not set. Please check settings