საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიასთან” სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ინფორმაციას ესპანური გამოცემა Plazadeportivo ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვალენსიელები 20 წლის ქართველ მეკარეს 2020 წლის 1 იანვრამდე 850 000 ევროდ გამოისყიდიან. “ვალენსია” ამ თანხას თბილისის “დინამოს” ორ ეტაპად გადაუხდის. მამარდაშვილი კლუბთან სამწლიან კონტრაქტს, 2025 წლამდე გააფორმებს. მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევრო იქნება.
ხელფასის სახით კი, იგი წელიწადში მილიონ ევრომდე მიიღებს.
გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში 3 შეხვედრა ჩაატარა და ორჯერ კარი მშრალად შეინახა.
GIPHY App Key not set. Please check settings