ლა ლიგის 21-ე ტურში „ბარსელონასა“ და „ვალენსიას“ შეხვედრამ ინგლისელი გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია, რადგან „ლივერპულის“ მომავალმა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა 7 გოლი გაუშვა, მაგრამ მომხდარში მხოლოდ ქართველი მეკარე არ იყო დამნაშავე – წერია Urbanandsport-ში გამოქვეყნებულ წერილში.
„გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულში“ ჯერ არ თამაშობს, თუმცა „ენფილდის“ ფანების ყურადღებას გრძნობს. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს „ბარსელონასთან“ 1:7 წაგებულ შეხვედრას, სადაც მამარდას სასიამოვნო წუთები არ გაუტარებია.
მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მეკარედ მიჩნეულმა მამარდაშვილმა ზაფხულში დიდი მოწონება დაიმსახურა. „ლივერპულში“ მისულ არნე სლოტს მეკარეებში უამრავი ვარიანტი ჰქონდა. მაგრამ ნიდერლანდელმა სპეციალისტმა მამარდაშვილი მიიწვია და, გრძელვადიანი პერსპექტივის გათვლით, ახალი გუნდის მშენებლობაში კიდევ ერთი „აგური“ დადო.
24 წლის მეკარე ზაფხულში „ლივერპულს“ შეუერთდება. სავარაუდოდ, ის თავდაპირველად ალისონის შემცვლელად ჩამოვა, თუმცა მე-2 ნომრად ჩაანაცვლებს კაოიმჰინ კელეჰერს, რომელიც ბოლო დროს ნაჩვენები შესანიშნავი თამაშით კარში ადგილს ნამდვილად იმსახურებს.
მამარდაშვილი დროდადრო „ლივერპულის“ სოციალური მედიის არხებზე ჩნდება შესანიშნავი სეივებით. მაგრამ საერთო სურათი არცთუ ისე დადებითია.
WhoScored-ის ცნობით, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა შარშანდელზე მეტი შეცდომა დაუშვა. ეს არაა სასიამოვნო სტატისტიკა.
რა თქმა უნდა, საკუთარ შეცდომებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მაგრამ მეორე ფაქტორია – მამარდაშვილი საკმაოდ სუსტ „ვალენსიაში“ თამაშობს. „ლივერპული“ „ბორნმუთში“ მისი გაშვების ვარიანტს განიხილავდა. ანდონ ირაოლას გუნდი დაფრინავს და არაა გამორიცხული, იქ მამარდაშვილისაც წარმატებით ეთამაშა.
მის ბოლო თამაშზე თვალის დახუჭვა ძნელია. მაგრამ იმის გამო, რომ საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ აქვს, „ენფილდის“ მენეჯმენტი ძალიან შეშფოთებულიც არ იქნება. სლოტი კი კვლავ მომავალი პირველი ნომრის დასახვედრად ემზადება“.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings