in

მამარდას 100 მატჩი: ვალენსიამ სეზონი ქულით დაასრულა – გიორგიმ პენალტი კინაღამ აიღო

ლა ლიგა დასრულდა და ასპარეზობა ვიგოში დაამთავრა „ვალენსიამ“. გიორგი მამარდაშვილის გუნდმა ჩემპიონატი ყაიმით 2:2 დაასრულა „სელტასთან“.

ქართველი მეკარე ძირითადში იყო. მის კარში 49-ე წუთზე პენალტი დაარტყეს. გიორგიმ გამოცდილ იაგო ასპასს კუთხე გამოუცნო, ბურთი თითქმის მოიგერია, მაგრამ მაინც კარში აღმოჩნდა და ანგარიში გათანაბრდა.
მერე „ვალენსიამ“ თავადაც თითქმის ანალოგიური პენალტი გაიტანა (2:1), მაგრამ მალევე გაუშვა მეორე გოლი. მასპინძელთა შემტევს მცველი კი მისდევდა, მაგრამ მამარდაშვილთან ფაქტობრივად პირისპირ დარჩა და ბურთი შორეულ კუთხეში შეაცურა. ჩვენი მეკარის დადანაშაულება არ შეიძლება, მაგრამ არც მთლად აუღებელი მომენტი იყო, გიორგის ბევრად რთული ბურთებიც მოუგერიებია.

Flashscore-მა მამარდაშვილს 6.2 დაუწერა, რაც თავის გუნდში ყველაზე დაბალი შეფასებაა. Sofascore-ის შეფასება 6.7-ია და ის ყველაზე ვუდი არ არის გუნდში.

ვალენსიელები ევროზონასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ბოლო ტურებში ერთი მოგებაც ვერ შეძლეს და ბუნებრივია მიზანს ვეღარ მიაღწიეს. „ვალენსია“ მე-9 ადგილზეა. გუნდმა 49 ქულა მოაგროვა – მოიგო 13 თამაში, 10 ფრედ ითამაშა და 15 წააგო (ბურთები 40:45).

აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილმა „ვალენსუას“ მაისურით საიუბილეო, მე-100 მატჩი ჩაატარა.

ახლა გიორგი ნაკრებს შეუერთდება და მთავარია იქ გამოავლინოს საუკეთესო თვისებები.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძეს ესპანეთიდანაც აკვირდებიან, სევილიას ქართველი ფლანგიდან უნდა

ხვიჩამ იტალია უგოლოდ დაამთავრა, ნაპოლიმ უევროპოდ