in

მამარდას სეივებმა ვალენსია წაგებას გადაარჩინა: ფრე მალიორკაზე

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩში „მალიორკას“ ესტუმრა და რთულ შეხვედრაში ქულა აიღო – 1:1.

„მალიორკამ“ ანგარიში უკვე მე-5 წუთზე გახსნა. ვალენსიელი მცველების მორიგი შეცდომის შემდეგ დანიელ როდრიგესი 7-8 მეტრში დარჩა კართან და შორეულ კუთხეში ძლიერი გასროლით მამარდაშვილს შანსი არ დაუტოვა.

45+3-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს. დიეგო ლოპესმა თავით ეფექტურად გაიტანა – 1:1.

მეორე ნახევარში საქმეში ქართველი მეკარე ჩაერთო.
55-ე წუთზე გიორგიმ ვედატ მურიქის ახლო მანძილიდან თავური დარტყმა მოიგერია.

უფრო რთული სეივი კი 64-ე წუთზე შემოგვთავაზა, როდესაც მარჯვენა კუთხიდან დარტყმულ დაბალ ბურთზე გაწვა და ლამის თითებით შეძლო მოგერიება. ეს ალბათ ტურის ერთ-ერთი გამორჩეული სეივი იქნება.

სულ კი გიორგის ანგარიშზე 4 სეივია.

flashscore-ა ქართველ მეკარეს 6.9 დაუწერა (მის თანაგუნდელებს მეტი), ხოლო sofascore უფრო გულუხვი გამოდგა – 7.4, რაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებაა.

„ვალენსიამ“ 9 ტურის შემდეგ 11 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზეა და 23 ოქტომბერს „კადისს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბოდიში: ასეთი ამბიცია აქამდე არ გვქონია – ბიჭების კომენტარები

ზურიკომ ვერ გაიტანა: ბევრი არაფერი – ლეგიონერები