in

მამარდას სეივები რაღას უშველის: ვალენსიამ წააგო და გიორგის დაბალი ქულები დაუწერეს

გიორგი მამარდაშვილმა ვერაფერი გააწყო სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოსთან“, რომელმაც სამჯერ ახლო მანძილიდან გაიტანა გოლი. უნიათოდ მოთამაშე „ვალენსია“ ბევრად ძლიერ მეტოქესთან 0:3 დამარცხდა.

მამარდაშვილმა მე-20 წუთზე გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა, როდესაც პირისპირ დარჩენილი სორლოტის დარტყმა მოიგერია.

39-ე წუთზე კი ვეღარ უშველა, როდესაც გალაჰერი კიდვე ერთხელ აღმოჩნდა მეკარესთან მარტო. მეორე ტაიმში გატანილი გოლებიც ახლო მანძილზე მოდის – ჯერ გრიზმანი დარჩა მეკარის საჯარიმოს ხაზთან მარტო, ხოლო მსაჯის ნიერ წამატებულ დროში ალვარესმა კიდევ უფრო ახლოდან შეაგდო.

„ატლეტიკოს“ 75-ე წუთზეც შეეძლო გატანა, მაგრამ მამარდაშვილმა რიკელმეს შეტევა შეაჩერა.

გიორგის შეფასებები: Flashscore.com – 5.7; Sofascore.com – 6.3; Whoscored.com – 5.4.

ატლეტიკო – ვალენსია 3:0
გოლები: 1:0 გალაჰერი (39), 2:0 გრიზმანი (55), 3:0 ალვარესი (90+4)

„ვალენსია“ 1 ქულით აუტსაიდერია და 21 სექტემბერს „ჟირონას“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას გარდამტეხი გოლი და საგოლე პასი: ნაპოლიმ გასვლაზე მოიგო – კვარა საუკეთესოა

მიქაუტაძე ნულოვან მატჩში შეცვლაზე ათამაშეს