in

მამარდას პირველი მშრალი მატჩი და ვალენსიას ორიდან ორი

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ სეზონი მშვენივრად დაიწყო. „სევილიასთან“ საგარეო გამარჯვების შემდეგ, შინ ლიგის დებიუტანტ „ლას პალმასთან“ ცხადია ყველა ისევ მოგებას ელოდა და ასეც მოხდა – ვალენსიელებმა 1:0 მოიგეს.

მამარდაშვილი ტრადიციულად ძირითადში იყო და სრულად ითამაშა. უნდა ითქვას, რომ მას ბევრი საქმე არ ჰქონია, ორი მარტივი ბურთის აღება დასჭირდა. ბოლო სეივი 90+4 წუთზე მოუწია, როდესაც „ლას პალმასი“ გადარჩენას ცდილობდა. მოკლედ, ბევრი საქმის არმქონე ქართველი გოლკიპერისთვის შეფასება ძნელი დასაწერი იყო – 6.8.

პირველი ტაიმი უფერული გამოვიდა და მეკარეებს საქმე ფაქტობრივად არ ჰქონიათ.
73-ე წუთზე სტუმარმა ფეხბურთელმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. მსაჯმა ეპიზოდი გამეორებაზე ნახა და პენალტი დანიშნა. პეპელუმ შეაგდო და ეს ერთადერთი გატანილი ბურთი აღმოჩნდა.

„ვალენსიამ“ ორიდან ორივე მატჩი მოიგო, 6 ქულას მოუყარა თავი და ჯერჯერობით ლიდერია, სანამ სხვა გუნდები არ ითამაშებენ.

მომდევნო მატჩს „ვალენსია“ ისევ შინ ჩაატარებს, 27 აგვისტოს „ოსასუნას“ მიიღებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო იაპონიაში ყველაზე ადრე ჩავიდა

მიქაუტაძის პირველი გოლი ტოპლიგაში: წაართმევენ თუ არ მეცს მის სულს