in

მამარდას ორი სუპერსეივი, ერთი გაშვებული და ვალენსიას ერთი ქულა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ კატალონიაში „ჟირონას“ ესტუმრა და ქულა აიღო – 1:1.
გაშვებული გოლის მიუხედავად, ჩვენმა მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა და ორი მაგარი ბურთი მოიგერია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, როდესაც მეტოქის თავური გაუვნებელყო, ბურთი ზედ ძელიდან მოხსნა ნახტომში. მეორედ კი მარცხენა კუთხიდან დარტყმულზე გაიშალა და ისე მოიგერია. გოლი კი თავური გაუშვა, ზეცაში ამხტარი სტუანის დარტყმული მაღალ კუთხეში ჩაეშვა.

შეფასებები: Flashscore – 6.7; Sofascore – 7.0; Whoscored – 6.9.

ჟირონა – ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 ლოპესი (58), 1:1 სტუანი (64)

„ვალენსია“ ბოლო 3 შეხვედრაში არ დამარცხებულა (2 ფრე და 1 მოგება), ამ მომენტისთვის 28 ქულით მე-16 ადგილზეა და 30 მარტს „მალიორკას“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოქროს ბურთს რაფინია მოიგებს

უოტფორდს კაცი გაუგდეს და წააგო: ჩაკვე ბოლოსკენ შეცვალეს