გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ შესანიშნავ შედეგებს განაგრძობს. 9 მატჩია ეს გყნდი დაუმარცხებელია და ახლა კიდევ ერთი გამარჯვება მიიმატა: სტუმრად „ლას პალმასი“ დაამარხა – 3:2.
ქართველ მეკარეს პირველი გოლი ტაიმი სულ ბოლოს პენალტიდან გაუტანეს. მეორე ბურთიც ბოლოსკენ გაუშვა, ახლო მანძილიდან თავური დარტყმით. მაგრამ ყველაზე მთავარი – 90+6-ე წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდათ, თუმცა მამარდაშვილმა დარტყმა მოიგერია და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
შეფასებები: Flashscore – 6.1; Sofascore – 6.5; Whoscored – 6.2.

ლას პალმასი – ვალენსია 2:3
გოლები: 0:1 დურო (22), 1:1 რამირესი (45+2, პენ), 1:2 დურო (58), 1:3 სუარესი (75, საკ. კარში), 2:3 მაკბერნი (83)
„ვალენსიამ“ ბოლო 9 მატჩიდან 5 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 34 ტურის შემდეგ 42 ქულით მე-12 ადგილზეა და კონფერენს ლიგის ზონას მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.
10 მაისს „ხეტაფეს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings