გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიადან“ წასვლაზე ისე წერენ, რომ თითქოს უკვე გადაწყვეტილი ამბავია. ვალენსიელებს ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება სჭირდებათ და ერთ-ერთ ძვირად ღირებულ ფეხბურთელთან შელევა მოუწევთ. ქართველი მეკარის პროგრესი შეუმჩნეველი არ არის და იწერება სხვადასხვა დაინტერესებულ გუნდებზე. ესპანეთში ყველაზე მეტად „ატლეტიკოზე“ (თუ ობლაკი წავა), ხოლო ამაზე მეტად ბოლო ხანს „ნიუკასლზე“. თანაც ინგლისური გუნდების შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ, „ვალენსიას“ მადის დაკმაყოფილება არ უნდა გაუჭირდეთ. ესპანური კლუბი კი ჩვენიანს 40 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგება, 35 მილიონადაც დათმობს.
მაგრამ აქ ერთმა საკითხმა იჩინა თავი. მართალია „ნიუკასლი“ მართლაც დაინტერესებულია გიორგით, მაგრამ გუნდის მწვრთნელს სხვა ურჩევნია.
კლუბის ხელმძღვანელობა ქართველის აყვანას ემხრობა, მთავარი მწვრთნელი ედი ჰაუ კი უფრო “არსენალის” მეკარე, აარონ რამსდეილისკენ იწევს. მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და გუნდის დატოვება სურს.
რამსდეილის ფასი დაახლოებით 30 მილიონი ევროა.
ვნახოთ რა გადაწყვეტილებაზე შეჯერდებიან „კაჭკაჭები“, თუმცა ის, რომ ახალ მეკარეს მიიღებენ, როგორც ჩანს, ამას წყალი არ გაუვა.
GIPHY App Key not set. Please check settings