in

მამარდას მშრალი მატჩი, სუპერსეივი და ლივერპულის გამარჯვება

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ როგორც იქნა მოიგო: პრემიერლიგის მე-10 ტურში „ასტონ ვილას“ უმასპინძლა და ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ გაიმარჯვა – 2:0.

კარში კვლავ ჩვენიანი იდგა, რომელმაც სამი ბურთი მოიგერია და მაღალი შეფასება დაიმსახურა.

აღსანიშნავია ის ეპიზოდი, როდესაც მამარდაშვილმა ვან დეიკისგან რიკოშეტით წასული ბურთი მაღალი კუთხიდან ლამაზი ნახტომით მოიგერია.

შეფასებები: sofascore – 7.2, flashscore – 7.2, whoscored – 7.1.

ლივერპული – ასტონ ვილა 2:0
გოლები: 1:0 სალაჰი (45+1), 2:0 გრავენბერხი (58)

„ლივერპული“ 18 ქულით ჯერჯერობით მე-3 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 5 ნოემბერს შინ, ჩემპიონთა ლიგაზე თვით „რეალთან“ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძემ პირველი ტაიმი ითამაშა, მაგრამ საგოლე პასი მოასწრო

ზურიკომ ისევ გაიტანა