in

მამარდას კარგი მატჩი და ვალენსიამ ახალი წელი მოგებით დაიწყო

გიორგი მამარდაშვილმა და „ვალენსიამ“ ახალი წელი წარმატებით დაიწყეს და ლა ლიგის მე-19 ტურში შინ „ვილიარეალი“ 3:1 დაამარცხეს. ქართველმა მეკარემ კი მორიგი მშვენიერი მატჩი ჩაატარა.

მამარდა საქმეში მე-7 წუთზე ჩაერთო, როდესაც მასთან პირისპირ მორალესი გავიდა და ჩვენიანმა ბურთი ფეხით მოიგერია. თუმცა მეტოქე თამაშგარეში იყო, მაგრამ ეს მერე გაირკვა.
22-ე წუთზე მარჯვენა დაბალ კუთხეში დაურტყეს და გიორგიმაც ნახტომში მოიგერია.

ტაიმის ბოლო წუთზე მამარდაშვილთან მარტო მორენო დარჩა, რომელმაც მოახერხა და თითქმის წიხლით დაარტყა, მაგრამ აქაც მეკარემ აჯობა.

მამარდას კარში გოლი 73-ე წუთზე გავიდა, როდესაც „ვალენსია“ უკვე 3:0-ს იგებდა და თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო. მცველებმა სტუმრებს საჯარიმოში განავარდების საშუალება მისცეს, ხოლო გოლის გამტანი ხერარდ მორენო მეკარის საჯარიმოს ხაზთან ისე აღმოჩნდა, რომ დარტყმაში ხელი არავინ შეუშალა, მამარდა წინ გამოვიდა და ასეთი დისტანციიდან კუთხე ვეღარ დაფარა.

გიორგის შეფასებებია: Flashscore.com – 7.0; Whoscored.com – 6.9; Sofascore.com – 7.1.

„ვალენსიამ“ 26 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზე ავიდა. ჩემპიონატის მატჩი „ვალენსიას“ 14 იანვრამდე აღარ უწევს, როდესაც სტუმრად ცხრილის დაბლა მყოფ „კადისს“ ესტუმრება.

ვალენსია – ვილიარეალი 3:1
გოლები: 1:0 იარემჩუკი (4), 2:0 პეპელუ (27, პენ), 3:0 პეპელუ (57, პენ), 3:1 მორენო (74)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სკალონი პირველზე დარჩა: წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელები

ქართველი ბორდოს ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელებს შორისაა