საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე პლეი-ოფში გავიდა, სადაც კვირა საღამოს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ და კარგად ნაცნობ ესპანეთს შეხვდება. ესპანელებმა ამ ევროს შესარჩევში წვიმიან თბილისში 7:1 მოგვიგეს. მართალია, ასეთ ანგარიშს აღარ, მაგრამ წარმატებას ისევ ელოდებიან.
მადრიდის „რეალის“ აწ უკვე ყოფილმა მცველმა ნაჩო ფერნანდესმა მომდევნო მატჩზე ისაუბრა:
“მამარდაშვილი კარგი მეკარეა, ესპანეთში შესანიშნავად თამაშობს და ამ ევროზე ბრწყინვალედ თამაშობს. ის მეტოქისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი გოლი გავუტანოთ, რომ ძალიან წარმატებული დღე არ გამოუვიდეს.
კვარაცხელია განსაკუთრებულია. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე („რეალი“-„ნაპოლი“) ორჯერ ვითამაშეთ მის წინააღმდეგ და ვიტყოდი, რომ სხვა დონეზეა. სწრაფია, პირისპირ თამაშისას ძალიან კარგია. ის საქართველოს ნაკრების ლიდერია და ჩვენი მთავარი საფრთხეა“.
ჩვენთან დაპირისპირებაზე ესპანეთის ნაკრების კიდევ ერთმა მცველმა რობენ ლე ნორმანმა:
„საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული ვართ, მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ. თუ ბოლომდე დავიხარჯებით, ყველაფერი კარგად იქნება. ზედმეტად დარწუნებული არ უნდა ვიყოთ, რადგან ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია.
საქართველოს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, მათ კარგი პერიოდი აქვთ. მეტოქეს ვიცნობთ, მოგვიგია, თუმცა ეს სხვა მატჩი
იქნება.
GIPHY App Key not set. Please check settings