გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ წაუგებელ სერიას განაგრძობს, დღეს მადრიდიდან წამოიღო ქულა, „რაიო ვალეკანოსთან“ – 1:1.
ქართველი მეკარე ძირითადში იყო და ერთი გაუშვა. ეს გოლი თანაგუნდელის ანგარიშზეა, პირველი ტაიმის ბოლოს ავტოგოლი გავიდა: საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ტარეგამ ჩაჭრა.
ისე კი „რაიოს“ ჰქონდა ეპიზოდებში უპირატესობა და შეტევებს ცდილობდა, კარშიც ურტყამდა, მაგრამ მამარდას რაიმე განსაკუთრებულად რთული ბურთის მოგერიება არ დასჭირვებია. თუმცა არც უსაქმოდ ყოფილა და მუდმივად სჭირდებოდა ფხიზლად ყოფნა.
„ვალენსიას“ კი ცოტა იღბალი და მოგებაც შეეძლო, თუმცა ფრე ლოგიკური შედეგია.
გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: flashscore – 7.1, sofascore – 7.0, whoscored – 6.4.
რაიო ვალეკანო – ვალენსია 1:1
გოლები: 1:0 ტარეგა (45), 1:1 სადიკი (75)
„ვალენსიამ“ ბოლო 7 მატჩიდან 4 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 38 ქულით ამ მომენტისთვის მე-14 ადგილზეა და 22 აპრილს „ესპანიოლს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings