გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ აზიურ ტურნეში გამგზავრებმადე კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ჩემპიონშიფის „სტოკს“ ეთამაშა და მოუგო – 5:0.
ქართველი მეკარე კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო და თითქმის ერთი საათი ითამაშა: 59-ე წუთზე არმინ პეჩმა შეცვალა.
დარვინ ნუნიესმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, თითო რიო ნგოუმამ და ფედერიკო კიეზამ გაიტანეს. პირველად ითამაშა ფლორიან ვირცმა.
„ლივერპული“ ჰონგ-კონგში გაემზავრა, სადაც 26 ივლისს „მილანს“ შეხვდება. გუნდს უკვე შეუერთდა ბრაზილიელი მეკარე ალისონი.

GIPHY App Key not set. Please check settings