ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ლივერპულმა“ სტუმრად „აინტრახტი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა – 5:1.
გიორგი მამარდაშვილი ამჯერადაც ძირითადში იყო და ცხადია ბოლომდეც ითამაშა.
დებიუტში მასპინძლებმა შეუტიეს, ბაოიას დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, თუმცა თამაშგარეც დაფიქსირდა, აქედან მოყოლებული უპირატესობას სტუმრები დაეუფლენ, მაგრამ სწრაფი კონტრიერიშისას გოლი გაუშვეს.
დარტყმის ეპიზოდში ბურთი მცველებს შორის გაძვრა. კუთხეც შორეული იყო და რთულად ასაღები, თან შესაძლოა წამით დააგვიანდა კიდეც ნახტომი.
ამის შემდეგ “ლივერპული” აიწყვიტა და ნახევარმა გუნდმა გაიტანა. მამარდაშვილსაც საქმე, ფაქტობრივად, აღარ ჰქონია და შერჩა ერთი სეივი. შეფასებები: Flashscore – 6.5; Sofascore – 6.5; Whoscored – 6.1.
ყველა ტურნირზე ზედიზედ ოთხი წაგების მერე „ლივერპულმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

აინტრახტი – ლივერპული 1:5
გოლები: 1:0 კრისტენსენი (26. გიოტცეს პასით), 1:1 ეკიტიკე (35. რობერტსონის პასით), 1:2 ვან დეიკი (39. გაკპოს პასით), 1:3 კონატე (44. სობოსლაის პასით), 1:4 გაკპო (66. ვირტცის პასით), 1:5 სობოსლაი (70. ვირტცის პასით)
ლივერპული: მამარდაშვილი – ფრიმპონგი (19. ბრედლი), კონატე (74. ჯო გომესი), ვან დეიკი, რობერტსონი – სობოსლაი, ჯოუნსი, ვირტცი – ეკიტიკე (74. სალაჰი), გაკპო (74. მაკ ალისტერი), ისაკი (46. კიეზა)
„ლივერპული“ 6 ქულით მე-10 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს, შინ „რეალთან“ ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings