in

მამარდას დებიუტი ენფილდზე: ორი გაშვებული, ერთი სუპერსეივი და ახდენილი ოცნება

გიორგი მამარდაშვილმა „ენფილზე“ პირველად ითამაშა „ლივერპულის“ მაისურით და სპარინგში ბილბაოს „ატლეტიკი“ დაამარცხა – 3:2.

გუნდები ორი მატჩ ითამაშეს. ჯერ სათადარიგო შემადგენლობით და ინგლისურმა გუნდმა 4:1 მოიგო. ამ მატჩში კარში ფრედერიკ ვუდმანი იდგა.
მამარდაშვილი მეორე შეხვედრაში ჩადგა კარში.

მამარდაშვილმა შეხვედრა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა, 83-ე წუთზე კი აკრობატულ ნახტომში ისეთი დარტყმა მოიგერია, „ენფილზე“ შეკრებილ გულშემატკივრებს ქართველისთვის ოვაციები არ დაიშურეს.
ბოლოს გიორგიმ პირისპირ გასულ იზეტასაც არ გაატანინა. მართალია, თამაშგარე დაფიქსირდა, მაგრამ ქართველმა თავისი რეაქცია ყველას დაანახა.

გაშვებულ გოლებში კი ქართველის დადანაშაულება არ შეიძლება, მით უმეტეს მეორე გაკპოს ავტოგოლი იყო.
შეფასება – 6.3.

„ახალი სახლი. პირველი თამაში „ენფილდზე“. ოცნება ისტორიად იქცა. უფრო მეტი გველის“, – ასე გამოეხმაურა თავად გიორგი „ენფილდზე“ სადებიუტო შეხვედრას.

ლივერპული – ბილბაო 3:2
გოლები: 1:0 სალაჰი (14), 1:1 სანსეტი (29), 2:1 გაკპო (56), 2:2 სანადი (64), 3:2 გაკპო (70)
გამოუყენებელი პენალტი: სალაჰი (81, ლივერპული)

მამარდაშვილი, ენდო, კონატე, კერკეზი, ვირცი (რაიტი 74), სობოსლაი, სალაჰი, გაკპო, ეკიტიკე (კიეზა 57), ფრიმპონგი (ნალო 72), გრავენბერხი

„ლივერპულმა“ სეზონისთვის მზადება დაასრულა. გუნდი პირველ ოფიციალურ შეხვედრას 10 აგვისტოს ინგლისის სუპერთასზე (FA Community Shield), „უემბლიზე“ (18:00 სთ) „კრისტალ პალასთან“ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ ისრაელთან სპარინგი წააგო

უოტფორდის წარმატება ჩაკვეტაძეზე იქნება დამოკიდებული