ესპანეთში, მე-16 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ შინ 0:1 წააგო „რაიო ვალეკანოსთან. პირველ ტაიმში, 28-ე წუთზე ჩვენმა მეკარემ დაზიანება მიიღო, მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაეჭიმა. შეხვედრა შეჩერდა და თიოთქოს მისი შეცვლა მზადდებოდა, მაგრამ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და გიორგიმაც თამაში გააგრძელა. თუმცა, როგორც ირკვევა, ასე მარტივადაც არ ყოფილა საქმე.
გიორგი ორშაბათს ექიმებმა ნახეს, ბარძაყის კუნთის ანთება დაუდგინეს და შესაბამისად 14 დეკემბერს „ვალიადოლიდთან“ მისი თამაში საეჭვო გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings