in

მამარდას ამბები: ტოტენჰემი გამოირიცხა, ჩელსი შეიძლება გამოვიდეს

არც თუ საუკეთესო სეზონის მქონე „ჩელსი“ შესაძლოა მეკარე ედუარდ მენდიმ დატოვოს, კლუბი კი მის შემცვლელს ეძებს.
ლონდონელებს „ინტერის“ მეკარე ანდრე ონანა უნდათ, მაგრამ მინიმუმ 50 მილიონ ფუნტს თხოვენ. კამერუნელი მეკარე „მანჩესტერსაც“ სურს.

„ჩელსის“ ბუნებრივია ალტერნატივაც ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი გიორგი მამარდაშვილია. ქართველის გარდა „არისტოკრატების“ სიაში არიან გრეგორ კობელი (დორტმუნდის „ბორუსია“) და დავიდ რაია („ბრენტფორდი“). თუმცა, რაია უკვე გამოირიცხა და თუ რატომ ოდნავ ქვემოთ ვიტყვით.

ასევე არ შედგება მაიკ მენიოს ტრანსფერი, რადგან „მილანმა“ 80 მილიონი მოითხოვა. ასე რომ, მამარდაშვილის ვარიანტი უფრო რეალურად მოჩანს, მით უმეტეს, რომ „ჩელსისაც“ ონანას მერე სწორედ ჩვენიანი უფრო ხიბლავს.

რაც შეეხება „ბრენტფორდის” მეკარე დავიდ რაიას. ის „ტოტენჰემში“ მიდის.
ესპანელმა „მამლებთან“ პირადი კონტრაქტის დეტალებიც კი შეათანხმა.
შეგახსენებთ, „ტოტენჰემს“ უგო ლორისი ტოვებს. არაერთხელ დაიწერა, რომ „ტოტენჰემი“ მამარდაშვილის გადაბირებით იყო დაინტერესებული, თუმცა, როგორც ჩანს, ეს აწი ნაკლებად სავარაუდოა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველი ფეხბურთელით საფრანგეთის თასის მფლობელი დაინტერესდა

მბაპე პარიზში არ დარჩება, პარიზი მადრიდში არ გაუშვებს: სერიალი გრძელდება