საქმეს ისეთი პირი უჩანს, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიადან” “ნიუკასლში” გადავა.
teamtalk-ის ცნობით, “ნიუკასლი” გასულ კვირაში “არსენალისა” და ინგლისის ნაკრების მეკარეს, აარონ რამსდეილს შეუთანხმდა, მაგრამ მას შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, მის შეძენას არ განიხილავს და ახლა პრიორიტეტული ქართველის ვარიანტია, რომელსაც გამოცემა ასაკის, სიმაღლის და სათამაშო უნარების გათვალისწინებით ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მიიჩნევს და წერს, რომ “კაჭკაჭები” მზად არის, გიორგის სანაცვლოდ 35 მილიონი ფუნტი გადაიხადოს და ეს თანხა სავსებით გამართლებულია, რამეთუ ქართველს შეუძლია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პრემიერლიგაში თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს.
გავლენიანი ბრიტანული The Times-ი
იტყობინება, რომ “ნიუკასლი” მამარდაშვილს კარგა ხანია აკვირდება, გადაბირებით მწვრთნელი ედი ჰოუი პირადადაა დაინტერესებული, ტრავმირებული ნიკ პოუპი უნდა შეცვალოს და ტრანსფერში 35 მილიონის გადახდა მოუწევთ.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ვალენსია” გიორგის შემცვლელად “რაიო ვალეკანოს” კარის დარაჯს, სტოლე დმიტრიევსკის თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანს.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings