in

მამარდამ 21-ე საუკუნეში ევროპის რეკორდი დაამყარა: გუნდი 3.6 გოლისგან იხსნა

საქართველომ პორტუგალიას მოუგო ევრო 2024-ის ჯგუფის ბოლო მატჩში და პლეი-ოფში გავიდა. ამაში უდიდესია მეკარე გიორგი მამარდაშვილის წვლილი.

ქართველმა მეკარემ სამ ტურში 3.6 გოლისგან იხსნა კარი – ეს გახლავთ 21-ე საუკუნეში ევროპის ჩემპიონატების ჯგუფური სტადიის რეკორდი.

გარდა ამისა, გიორგი მამარდაშვილმა ევროპის ჩემპიონატების ჯგუფურ ეტაპზე სეივების რეკორდი გაიმეორა.

ჯამში ჩვენიანმა 21 სეივი მიითვალა და ალეკსანდრ კოლინკოს რეკორდი გაიმეორა, რომელიც ლატვიელმა მეკარემ 2004 წლის პირველობაზე დაამყარა.

ერთ მატჩში სეივების რეკორდი ისევ კოლინკოს ანგარიშზეა – 12 მოგერიება 2004 წლის ევროზე ნიდერლანდებთან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ: ესპანეთი საქართველოს დიდი პატივისცემით ეკიდება

ფოტო: თბილისი აღნიშნავს საქართველოს გასვლას