გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ 35-ე ტურის მატჩში „ხეტაფეს“ შუადღეს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით მოუგო – 3:0. ამ გამარჯვებით ვალენსიურმა გუნდმა ოფიციალურად შეინარჩუნა ადგილი ლა ლიგაში.
გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა ქართველმა მეკარემ, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და სტუმრებს არ გაატანინა. პირველივე ტაიმში შეასრულა სამი მაგარი სეივი. მე-13 წუთზე ალდერეტეს ძლიერი დარტყმის შემდეგ ნახტომში მოიგერია, მე-16 წუთზე საჯარიმოდან დროულად გამოვიდა და შეტევა ჩაშალა, ხოლო პირველ ტაიმის წამატებულ წუთებზე ფედერიკოს არ გაატანინა. განსაკუთრებული იყო ახლო მანძილიდან დარტყმული თავური, რომელიც გიორგიმ დაბალი კუთხიდან გამოაძრო.
შეფასებები: Flashscore – 7.2; Sofascore – 7.9 (საუკეთესო); Whoscored – 7.8.
მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში მერვედ შეინახა კარი მშრალად.
ვალენსია – ხეტაფე 3:0
გოლები: 1:0 პეპელუ (8, პენ), 2:0 ლოპესი (18), 3:0 დურო (37, პენ)
„ვალენსიამ“ ბოლო 10 შეხვედრიდან 6 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, ამ მომენტისთვის 45 ქულით მე-9 ადგილზეა და 14 მაისს „ალავესს“ ესტუმრება.
სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „ვალენსიას“ ევროზონაში მოხვედრის შანსიც აქვს. მე-7 ადგილზე მყოფ გუნდს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.
GIPHY App Key not set. Please check settings