in

მამარდამ ფლანგიდან ახლო კუთხეში გაუშვა, ვალენსია არც აგებს და ვერც იგებს

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” “ესპანიოლს” უმასპინძლა – 1:1.

ქართველ მეკარეს საქმე ჰქონდა და მუდმივად უწევდა ფხიზლად ყოფნა. ერთხელ ნახტომში გაიშალა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა. გამოსვლებზე დამაჯერებლად თამაშობდა

გოლი კი მე-40 წუთზე გაუშვა. სტუმრებმა ჯარიმიდან გაიტანეს, რომელიც ფლანგზე, მახვილ კუთხეში დაინიშნა. მამარდამ ორკაციანი კედელი დააყენა და ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა. ცხადია მის ბრალეულობაზეც შეიძლება საუბარი, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ რიკოშეტი იყო და ბურთმა მიმართულება შეიცვალა.

მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგიმ პირისპირ გასულ მეტოქეს არ გაატანინა.

შეფასებები: Whoscored – 6.5, Sofascore – 6.9, Flashscore – 6.5.

ვალენსია – ესპანიოლი 1:1
გოლები: 0:1 პუადო (40) 1.1 გერა (57)

“ვალენსიამ” ბოლო 8 მატჩიდან 4 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 39 ქულით მე-14 ადგილზეა და 3 მაისს „ლას-პალმასს“ ესტუმრება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პსჟ-მ არ მოინდომა და ფრე იმყოფინა, ხვიჩაც პასიური იყო

ოთარ კაკაბაძით გერმანული და ნიდერლანდური კლუბები დაინტერესდნენ