ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში გიორგი მამარდაშვილის “ლივერპულმა” შინ “რეალი” მიიღო და დაამარცხა – 1:0.
კარში ქართველი მეკარე იდგა და ცოტა გასაკვირია, რომ ბევრი საქმე არც ჰქონია. ერთადერთი პირველი ტაიმის ბოლოს მოუწია საქმეში სერიოზულად ჩართვა, როდესაც ახლო მანძილიდან, თითქმის მეკარის საჯარიმოს ხაზიდან ბელინგემმა დაბალი დაურტყა და გიორგიმ მოიგერია, მაშინვე, გაგრძელებულ ეპიზოდზე საჯარიმოს ხაზიდანაც დაურტყეს, მაგრამ ბურთი დაიჭირა.
მამარდაშვილმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად.
შეფასებები: Whoscored – 6.6. Sofascore – 6.7, Flashscore – 6.9.
საერთო ჯამში, უნდა ითქვას, რომ „ლივერპულმა“ აჯობა მეტოქეს და დამსახურებულად გაიმარჯვა. ხიფათი ბევრად მეტი შექმნა (კურტუა იყო დიდებული) და აქეთაც არაფერი გააბედინა „რეალის“ მრისხანე ფეხბურთელებს.

ლივერპული – რეალი 1:0
გოლი: მაკ ალისტერი (61)
„ლივერპული“ 9 ქულით მე-6 ადგილზეა და ტურნირზე მომდევნო მატჩს 27 ნოემბერს სტუმრად პსვ-სთან ჩაატარებს, მანამდე კი პრემიერლიგაში „სიტის“ ესტუმრება და „ნოტინგემს“ უმასპინძლებს.



GIPHY App Key not set. Please check settings