in

მამარდამ პენალტი მოიგერია, მაგრამ მერე სამი გაუტანეს: ლივერპული ისევ გაშტერდა

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ ინგლისის ჩემპიონატის მე-11 ტურში „სიტის“ ესტუმრა და დამსახურებულად დამარცხდა – 0:3.

კარში ისევ ქართველი მეკარე იდგა, რომელმაც პენალტი აიკიდა (ცოტა საეჭვო კი იყო, მსაჯმა დიდხანს უყურა VAR-ზე), მაგრამ შეცდომა დიდებულად გამოასწორა – ერლინგ ჰოლანდის დარტყმული მისგან მარცხენა დაბალ კუთხეში მოიგერია.

სამწუხაროდ, მამარდას კარში ორი დასანანი გოლი გავიდა, რადგან მასპინძელთა პირველ ტაიმში გატანილი გოლები რიკოშეტით გავიდა და ჩვენიანს დიდი შანსი არ ჰქონია.
მეორე ნახევარში კი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე დოკუმ ულამაზესი მოჭრილი დარტყმით შორეულ კუთხეში შეაგდო, აი როგორც კვარაცხელიამ იცის ხოლმე ის სტილში.

შეფასებები ძალიან დაბალია: Whoscored – 6.2, Sofascore – 5.7, Flashscore – 5.8.

სიტი – ლივერპული 3:0
გოლები: 1:0 ჰოლანი (29), 2:0 გონსალესი (45+3), 3:0 დოკუ (63)
გამოუყენებელი პენალტი: ჰოლანდი (13, სიტი)

“ლივერპულმა” ზედიზედ 4 გასვლითი მატჩი პირველად წააგო 2012 წლის შემდეგ.
პრემიერლიგაში ბოლო 6-დან 5 წააგო, ჯამში 10-დან – 7.

„ლივერპული“ 18 ქულით მე-8 ადგილზეა და 22 ნოემბერს „ნოტინგემს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბურჯანაძის გრანადამ ლიდერი დაამარცხა, შენგელიას ბარსა დამარცხდა

კვარამ გაიტანა, პსჟ-მ ბოლო წამს მოიგო