ინგლისურ კლასიკაში ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა: გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ კარში იდგა „მანჩესტერის“ წინააღმდეგ, რომელშიც ქართველის გუნდი შინ 1:2 დამარცხდა. „ლივერპულმა ზედიზედ მეოთხე, პრემიერლიაგში კი ზედიზედ მესამე თამაში წააგო.
სტუმრებმა გოლი მალევე გაიტანეს, უკვე მეორე წუთზე მამარდაშვილთან პირისპირ აღმოჩნდა მბემო და ჩვენიანს გაუტანა.
პირველ ტაიმში მამარდამ თავისიანები იხსნა კიდეც, როდესაც ჯერ ფეხით მოიგერია საფრთხე და გაგრძელებულზე ნახტომში აიღო. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ გიორგიმ რამდენჯერმე შორეული პასი გააკეთა, რამდენიმე კარგადაც.
მეორე გოლი ასევე თამაშის ბოლოსკენ გაუშვა (წინა ტურში „ჩელსისთანაც), როდესაც მაგუაირმა თავით იმ კუთხეში გაუშვა, საითაც საყრდენი ფეხი არ ჰქონდა და გადაწყობა ვეღარ მოახერხა.

მამარდაშვილის შეფასებები მაღალი არ არის: Flashscore – 5.9; Sofascore – 6.5; Whoscored – 5.8.
„ლივერპულის“ საიტმა (thisisanfield) დაწერა, რომ მამარდაშვილის საშინაო დებიუტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ალისონის სიცარიელის შევსებაზე ზეწოლა დიდი იყო. თუმცა, მეორე წუთზე გაუშვა და ნერვიულად გამოიყურებოდა. ამ საიტმა 10-ქულიანი შეფასებიდან 5-იანი დაუწერა.
ლივერპული – მანჩესტერი 1:2
გოლები: 0:1 მბემო (2), 1:1 გაკპო (78), 1:2 მაგუაირი (84)
„ლივერპული“ 15 ქულით მე-3 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე ფრანკფურტში „აინტრახტთან“ ჩაატარებს.

GIPHY App Key not set. Please check settings