in

მამარდამ კარი მშრალად შეინახა, ვალენსიამ მოიგო

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“29-ე ტურში„მალიორკას“ უმასპინძლა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.

ქართველმაც კარგი მატჩი ჩაატარა, თუმცა ძალიან ბევრი საქმეც არ ჰქონია: 21-ე წუთზე პენალტის სიახლოვიდან დარტყმული მოიგერია, 33-ე წუთზე საჯარიმოში გადაცემა ჩაჭრა, ტაიმის ბოლოს დარტყმა ფეხით დაბლოკა.
გარდა ამისა, შესვენების შემდეგ ერთი რთული ბურთი მოიგერია, ნახტომში.

მოკლედ, მამარდაშვილმა 9 თებერვლის შემდეგ, პირველად შეინახა კარი მშრალად, სულ მეექვსედჩემპიონატში).

შეფასებები: Flashscore – 6.9; Sofascore – 7.0; Whoscored – 6.9.

ვალენსია – მალიორკა 1:0
გოლი: ლოპესი (50)

„ვალენსიამ“ ბოლო 4 შეხვედრიდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 31 ქულით მე-15 ადგილზე გადავიდა, გასავარდნ ზონას 4 ქულით ასცდა და 5 აპრილს მადრიდში „რეალს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტემ სრულად ითამაშა, შტურმმა ფრედ და ლიდერობა დაკარგა

სანდროს ორმაგი დუბლი გოლდენ სტეიტთან: 25 წუთი, 14 ქულა და 11 მოხსნა