„ვალენსიამ“ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო. გადარჩენისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი „ლეგანესი“ შინ 2:0 დაამარცხა. ახლა, 23 ტურის შემდეგ ვალენსიელებს 22 ქულა აქვთ, გასავარდნ მე-18 ადგილზე არიან, მაგრამ „ლეგანესს“ უკვე მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან.
გიორგი მამარდაშვილი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და საიმედოდ ითამაშა. ჩვენიანმა, როცა საჭირო იყო მოსაგერიებელი ბურთები მოიგერია – ორი სერიოზული სეივი გააკეთა.
გიორგიმ სეზონში მეოთხედ შეინახა კარი მშრალად, ბოლოს კი ბურთი 4 ოქტომბერს არ გაუშვა.
მისი შეფასებები ასეთია: flashscore – 7.4, sofascore – 7.5, whoscored – 7.4.
ვალენსია – ლეგანესი 2:0
გოლები: 1:0 მოსკერა (30), 2:0 დიახაბი (41)
ზედიზედ ორი მოგების შემდეგ „ვალენსია“ მომდევნო შეხვედრას სტუმრად ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის მებრძოლ „ვილიარელათან“ გამართავს 15 თებერვალს.
GIPHY App Key not set. Please check settings