გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ სტუმრად „რაიო ვალეკანო“ 1:0 დაამარცხა.
შეხვედრა დაძაბული გამოვიდა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა. მამარდაშვილი საქმეში მე-11 წუთზე ჩაერთო, როდესაც მასთან პირისპირ დარჩა პალასონი, ჩვენმა მეკარემ აჯობა. სხვა საქმე გიორგის ფაქტობრივად არ ჰქონია.
ერთ ეპიზოდში ბურთი ცუდად შეიტანა, რასაც, შეიძლებოდა, მასპინძელთა სახიფათო შეტევა მოჰყოლოდა.
„ვალენსიამ“ გოლი 61-ე წუთზე გაიტანა, ხოლო 90+1-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა. მასპინძლები შტურმზე გადავიდნენ, გიორგიმ კუთხურიდან კარში ჩახვეული ბურთი მუშტით მოიგერია და მისმა გუნდმა გაიმარჯვა.
ანალიტიკურმა საიტებმა ქართველის თამაში ასე შეაფასეს: Sofascore – 6.8, whoscored – 6.7, Flashscore – 6.7.
„ვალენსიამ“ 18 ტურის შემდეგ 23 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზეა.
მომდევნო მატჩს 3 იანვარს შინ „ვილიარეალთან“ ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings