გიორგი მამარდაშვილმა პირველად ითამაშა „ვალენსიაში“. ესპანურმა გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში ფრანკფურტის „აინტრახტი“ დაამარცხა – 3:2. ეს გახლდათ “ტროფეი ტარონიას” 52-ე გათამაშება.
ჩვენი მეკარე ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენებაზე შეცვალეს. ამ დროისთვის „ვალენსია“ 2:1-ს იგებდა. მამარდაშვილს გოლი პენალით გაუტანეს.
„ვალენსიას“ 17 აგვისტოს უკვე ლა ლიგის მატჩი აქვს, თან როგორი – „მესტალიაზე“ „ბარსელონასთან“. ითამაშებს თუ არა ამ შეხვედრაში გიორგი, ჯერ უცნობია, რადგან ინგლისური პრესა წერს, რომ „ლივერპულმა“ „ვალენსიას“ მამარდაშვილის ტრანსფერზე ოფიციალური წინადადებით მიმართა.
ბოლო ამხანაგური მატჩი ითამაშა „სენტ-ეტიენმა“, რომელმაც გერმანიაში „ჰოლშტაინი“ 2:1 დაამარცხა.
ზურიკო დავითაშვილი ძირითადში იყო. 22-ე წუთზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, 64-ე წუთზე დავითაშვილმა მეტოქე მოიცილა და სისოკოს გაატანინა.
78-ე წუთზე შვიდი ფეხბურთელი და მათ შორის ზურიკო შეცვალეს.
17 აგვისტოს ლიგა 1-ის პირველ ტურში „სენტ-ეტიენი“ სტუმრად „მონაკოს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings