ლა ლიგის მე-11 ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ხეტაფეს“ შეხვდა და გამარჯვება ბოლო წუთზე დკარგა – 1:1.
მასპინძლებმა ანგარისი 90-ე წუთზე პენალტით გაათანაბრეს.
თუმცა ეს ყველაფერი არ ყოფილა: ამის შემდეგ, მე-4 დამატებულ წუთზე მამარდაშვილმა გუნდი ორჯერ აშკარა გოლისგან იხსნა.
“მუნდო დეპორტივომ” მატჩის მიმოხილვა სათაურით გამოაქვეყნა – “ქართველმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა”.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მისი ორმაგი მოგერიება შესაძლოა წლის სეივი იყო.
მამარდაშვილი პირველ ტაიმში თამაშში ორჯერ ჩაერთო. მეორე ტაიმში ქართველ მეკარეს აქტიურობა უფრო ხშირად უხდებოდა.
ქართველი მეკარის თამაში ასე შეაფასეს: sofascore – 7.4, whoscored – 7.0, flashscore – 6.7.
ხეტაფე – ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 ბარენეჩეა (36), 1:1 არამბარი (90, პენ)
„ვალენსია“ 7 ქულით ისევ აუტსაიდერია და მომდევნო შეხვედრას 31 ოქტომბერს, თასზე სტუმრად ქვედალიგურ „პარლა ესკუელასთან“ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings