in

მამარდამ ევროზე 30 დარტყმა მოიგერია და რეკორდამდე ცოტა დააკლდა

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალში დაემშვიდობა, ესპანეთთან 1:4 წააგო. მიუხედავად ანგარიშისა, ყველაზე მაღალი შეფასება მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მიიღო, რომლის კარისკენ მეტოქემ სარეკორდოდ, 35-ჯერ დაარტყა.

ანალიტიკური კომპანია Opta-ს მონაცმეებით, ჩვენმა მეკარემ ევრო 2024-ზე ჯამში 30 დარტყმა მოიგერია და ევრო 2000-ზე იტალიის ნაკრების მეკარის ფრანჩესკო ტოლდოს შედეგი გაიმეორა.

მამარდას ცოტა დაკლდა რეკორდამდე: ევრო 2008-ზე რუსეთის მეკარე იგორ აკინფეევმა 32 მოგერიება შეასრულა. რაც 1980 წლის შემდეგ, როდესაც სტატისტიკის აღრიცხვა დაიწყეს, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენი თამაშით შეგვიძლია ვიამაყოთ

საქართველო სამშობლოში დაბრუნდა და დღეს საღამოს მსვლელობა აქვს: შეხვედრა 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე