in

მამარდამ ბევრჯერ გადაარჩინა, მაგრამ დაცვამ მაინც წააგებინა: ვალენსია ცუდ დღეშია

„ვალენსიამ“ ისევ წააგო. ეს იყო პირველი შეხვედრა ახალი მწვრთნელის რუბენ ბარახას ხელმძღვანელობით. გიორგი მამარდაშვილის გუნდი ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთ კონკურენტ „ხეტაფეს “ შეხვდა და 0:1 წააგო.

გიორგიმ მე-19 წუთზე ერთ დროს „ბარსელონელი“ მუნირ ელ ჰადადის დარტყმა მოიგერია. 43-ე წუთზე კი გუნდი სამჯერ გადაარჩინა – ჯერ ისევ მუნირის თავურზე გამოავლინა საოცარი რეაქცია, კუთხურიდან მოწოდებულზე კი ბურთს ორჯერ გადაეღობა.

„ხეტაფემ“ გოლი გატანა ბოლოსკენ მოახერხა. 82-ე წუთზე დაცვის მორიგი ჩავარდნით ბორხა მაიორალმა ისარგებლა და გადამწყვეტი ბურთი შეაგდო. მამარდამ გუნდი 88-ე წუთზე კიდევ ერთხელ გადაარჩინა.

22 ტურის შემდეგ „ვალენსია“ მე-19 ადგილამდე დაეშვა.
მომდევნო მატჩი „ვალენსიას“ შინ 25 თებერვალს, მე-3 ადგილზე მყოფ „სოსიედადთან“ უწევს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: საქართველო ამსტერდამშია – წაგების უფლება არ გვაქვს

ლოჩოშვილი მოედანს დაუბრუნდა: კრემონეზემ სტუმრად ქულა აიღო