in

მამარდამ არ გაუშვა და ვალენსიამ მოიგო

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „რეალ სოსიედადი“ დაამარცხა და დასარჩენად მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა – 1:0.

მამარდაშვილს ბევრი სამუშაო არ ჰქონია, თუმცა სტუმრებს ჰქონდათ მომენტები, მაგრამ ქართველი მეკარე საიმედოდ თამაშობდა – სულ სამი სეივი. 37-ე წუთზე ხავი ლოპესის თავური მოიგერია, ოთხ წუთში კი ბეკერის დარტყმა გაუვნებელყო. ბოლო წამზეც, როცა 3 ქულა ჯერ კიდევ ბეწვზე ეკიდა, ხელებში გააქვავა მეტოქის მიერ ოდნავ მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი.

შეფასებები: Flashscore – 7.0; Sofascore – 7.0; Whoscored – 6.9.

გიორგიმ სეზონში მეოთხედ შეინახა კარი მშრალად.

ვალენსია – სოსიედადი 1:0
გოლი: დურო (26)

„ვალენსიამ“ 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 23 ნოემბრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა, ბოლო ადგილს თავი დააღწია, 16 ქულით მე-19 ადგილზეა და 27 იანვარს სტუმრად „ბარსელონას“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართული შეხვედრა ესპანეთში: ქოჩორამ გაიტანა და წიტაიშვილს მოუგო

გოგლიჩიძე ინტერთან შეცვლაზე შევიდა, ჩაკვეს არ უთამაშია – ლეგიონერები