კილიან მბაპემ ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ახალი როლიც მოირგო. 23 წლის ასაკში, ფრანგი პირველი ფეხბურთელია, რომელიც სპორტული დირექტორიც იქნება, შესაბამისად, მოთამაშეთა ვარჯიშის ხარისხი და სამატჩო პერფორმანსები მბაპეს პასუხისმგებლობაა.
„მუნდო დეპორტივო“ იტყობინება, რომ კილიან მბაპე ნეიმარის დისციპლინის გამო უკმაყოფილოა და მისი გუნდიდან გაშვება სურს, რაზეც არაერთგზის დაიწერა ზაფხულში. „პსჟ“ ეძებს ვარიანტებს, რომ ნეიმარი გაასხვისონ.
ამ ამბავს ლეო მესი ეხმაურება და კატეგორიული წინააღმდეგია, რომ მისი მეგობარი ნეო გუნდიდან გაუშვან. მამათა და შვილთა დაპირისპირება არახალი ამბავია, მაგრამ ვნახოთ, ამჯერად შვილთა წარმატებით დასრულდება თუ უფროსი თაობის. მბაპეს „პსჟ“-ში დარჩენისათვის ემანუელ მაკრონიც კი ჩაერია და რთული იქნება მისი სიტყვის არ შესრულება.
GIPHY App Key not set. Please check settings