ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფემ” “ობრადოიროს” უმასპინძლა და 86:83 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 23:45 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
“ტენერიფეს” 11 მოგება და 8 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფს.
ბექა ბურჯანაძის “ბეტისი” “ბურგოსს” დაუპირისპირდა და 74:71 დამარცხდა. ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 20:04 წუთში 4 ქულა, 7 მოხსნა მიითვალა. ბურჯანაძის გუნდი ბოლო ადგილზეა.
სუპერმატჩი ჰქონდა საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებულ კალათბურთელ თად მაკფადენს. მისმა “მურსიამ” “უნიკახა” 88:87 დაამარცხა. “მურსია” ერთი ქულით აგებდა, მაგრამ მაკფადენმა სირენასთან ერთად ორქულიანი ჩააგდო და თავის გუნდს ბოლო წამებზე მოაგებინა. თადმა 27 ქულა ჩააგდო.
GIPHY App Key not set. Please check settings