ჩრდ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაცია იძულებული გახდა, რომ ევრო 2020-ის ეკიპირება შეეცვალა. მიზეზი გულშემატკივართა უკმაყოფილება გახდა. Sportbible-ს ინფორმაციით, გუნდი ტურნირზე ძველი სტილის კომპლექტით წარსდგება.
ახალი ფორმა გერმანულმა კომპანია JAko-მ შექმნა. მისი პრეზენტაციის შემდეგ გულშემატკივრებმა ფედერაციის არჩევანი მკაცრად გააკრიტიკეს. ფანების აზრით, ფორმა ზედმეტად ბორდოსფერი იყო და პორტუგალიის ნაკრების ფორმას ჰგავდა.
როგორც ფოტოშიც ჩანს, მაისური საჩუქრად რომის პაპსაც გადასცეს.
ფედერაციის პრეზიდენტმა მუამედ სეიდინიმ გულშემატკივრებს მოუბოდიშა. მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და დააზუსტა, რომ ფორმის ფერი ფედერაციის მოთხოვნას არ შეესაბამებოდა. სეიდინიმ ისიც დააზუსტა, რომ ევროზე გუნდი ძველი სტილის კომპლექტით წარსდგება.
ევრო 2020-ზე მაკედონია C ჯგუფში მოხვდა და ნიდერლანდებთან, ავსტრიასა და უკრაინასთან მოუწევს დაპირისპირება.
GIPHY App Key not set. Please check settings