შაბათს ევროპაში რამდენიმე გამორჩეული მატჩი დაემთხვა. გერმანიაში წაუგებელ „ბაიერს“ ნამდვილი გამოცდა ელოდა თვით „ბაიერნის“ სახით და აქ უნდა დაემტკიცებინა ნამდვილი ამბიციები. დაამტკიცა და თან გადაჭარბებით – ლევერლუზენელებმა მარადიული ჩემპიონი 3:0 დაამარცხეს.
„ბაიერი“ 5 ქულით უსწრებს „ბაიერნს“ და პირველ ადგილზეა.
ბაიერი – ბაიერნი 3:0
1:0 – 18 სტანიშიჩი, 2:0 – 50 გრიმალდო, 3:0 – 90 ფრიმპონგი.
„ბაიერი“ არ აგებს „ბაიერნთან“ ჩაბი ალონსოს დანიშვნის შემდეგ – 2 მოგება და 2 ფრე.
„ბაიერს“ ამ სეზონში 27 მოგება და 4 ფრე აქვს. ალონსოს გუნდი მაისის შემდეგ არ აგებს.
„ბაიერნმა“ მარტო ერთხელ დაარტყა „ბაიერის“ კარისკენ.
ჰარი კეინი: „მტკივნეულია, მაგრამ წინ კიდევ ბევრი მატჩია. მალე უნდა გამოვასწოროთ ვითარება“.
ტომას ტუხელი: „მე ვარ პასუხისმგებელი ტაქტიკის არჩევისას და წაგებაც საკუთარ თავზე უნდა ავიღო.
„ბაიერნი“ არ დანებდება. ჩვენი მიდგომა არ შეიცვლება“.
ჩაბი ალონსო: „შესანიშნავი გამოსვლა. ტიტულის შანსებზე მაისში ვილაპარაკოთ“.
ტომას მიულერი: „კანს დავესესხები: არ გვყოფნის კვერცხები. გაბრაზებული ვარ. მარტო მწვრთნელში არ არის საქმე, ფეხბურთელებზეც სალაპარაკოა“.
ესპანეთში ლევერკუზენელობა არ გამოუვიდა „ჟირონას“, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამოცდა ვერ ჩააბარა. „სამეფო კლუბმა“ მოულოდნელად გამოვარდნილ პატარა გუნდს თავისი ადგილი მიუჩინა – 4:0.
„რეალმა“ 5 ქულით გაუსწრო „ჟირონას“ და ლიდერია. „ბარსა“ 11 ქულით ჩამორჩება.
რეალი – ჟირონა 4:0
გოლები: 1:0 ვინისიუსი (6), 2:0 ბელინგემი (35), 3:0 ბელინგემი (54), 4:0 როდრიგო (61)
გამოუყენებელი პენალტი: ხოსელუ (90+1)
„რეალმა“ ლა ლიგაში წაუგებელი სერია 18 მატჩამდე გაზარდა. „ჟირონა“ სექტემბრის შემდეგ პირველად დამარცხდა.
„რეალს“ 19 მოგება და 4 ფრე აქვს 24 ტურში. უკეთესი 2012 წელს იყო მოურინიოს დროს და 1961 წელს მუნიოსის მწვრთნელობისას.
„რეალმა“ ორივეჯერ გაანადგურა „ჟირონა“ საერთო ანგარიშით 7:0. „ბარსამ“ და „ატლეტიკომ“ წააგეს და თან თითომ 4 გოლი გაუშვა.
„ჟირონას“ ერთხელაც არ დაურტყამს „რეალის“ კარში.
ბელინგემმა მე-15 და მე-16 გოლები გაიტანა ლა ლიგაში და ბომბარდირთა დავაში დოვბიკს და მაიორალს გაუსწრო.
„ჟირონას“ მწვრთნელი სანჩესი: „არაჩვეულებრივ სეზონს ვატარებთ, მაგრამ ეს ჩვენი ლა ლიგა არ არის. „რეალთან“ კონკურენცია მსოფლიოში მარტო 4-5 გუნდს შეუძლია“.
კარლო ანჩელოტი: „რეალმა“ მატჩი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. დაცვაში თავდადება საკვანძო ფაქტორია“.
იტალიაში ლიდერმა „ინტერმა“ თავისი ძალა რომშიც დაამტკიცა. წაგებული პირველი ტაიმი მეორეში ამოუქაჩა ბოლო 3 მატჩის მომგებ „რომას“ და ქვეყანაში პირველობისკენ უკანმოუხედავად გარბის.
რომა – ინტერი 2:4
0:1 – 17 აჩერბი, 1:1 – 28 მანჩინი, 2:1 – 44 ელ-შაარავი, 2:2 – 49 ტიურამი, 2:3 – 56, ანხელინიო (ავტოგოლი), 2:4 – 90 ბასტონი.
„რომამ“ პირველად წააგო მოურინიოს გაგდების შემდეგ. დე როსის სამიდან სამი მოგება ჰქონდა.
„ინტერი“ 17 ტურია სერია ა-ში არ მარცხდება და „იუვენტუსს“ 7 ქულით უსწრებს. მილანელებმა ზედიზედ 7 შეხვედრა მოიგეს.
GIPHY App Key not set. Please check settings