ქართველმა ძიუდოისტებმა დოჰაში სასწაული ჩაიდინეს. მართალია მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე, ჯერ კიდევ, სამი დღეა დარჩენილი, მაგრამ ეს მსოფლიო ჩემპიონატი ქართული ძიუდოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. გუშინ, ტატო გრიგალაშვილის და ბელგიელი მატიას კასეს დაპირისპირება ვიხილეთ ფინალში და ტატომ, გასული წლის მსგავსად, ამჯერადაც შეძლო ბელგიელის დამარცხება და ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
დღეს, ტატამზე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გავიდა, რომელმაც ფინალამდე ბრწყინვალედ იჭიდავა, ისევე როგორც ევროპის ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ და ისტორიაში პირველად ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული ფინალი შედგა.
ქართული ფინალი ლუკა მაისურაძის გამარჯვებით დასრულდა. 6 წუთიან ბრძოლაში ლუკამ ბექაური ვაზარით დაამარცხა
ამ დროისთვის, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 4 მედალია: 2 ოქრო-ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური; 1 ვერცხლი-ლუკა მაისურაძე და 1 ბრინჯაო გიორგი სარდალიშვილი.
GIPHY App Key not set. Please check settings