in

მაინც ესპანეთი, ისევ ესპანეთი: საქართველოსთან ჯგუფში ევროპის ჩემპიონი მოხვდა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდა, სადაც ერთ-ერთი მეტოქე ერთა ლიგის პლეი-ოფში ესპანეთისა და ნიდერლანდების წყვილში გამარჯვებული უნდა გარკვეულიყო. და გაირკვა კიდეც – ესპანეთი.

ამ გუნდების ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა – 2:2 და 3:3. ვალენსიაში გამართულ მატჩში ესპანეთი სამჯერ იგებდა და სამჯერ მოახერხეს სტუმრება გათანაბრება. გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა, რომელიც უკეთ ესპანელებმა შეასრულეს.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევ E ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი იქნებიან. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, მეორეადგილოსნები კი პლეი-ოფში ითამაშებენ.

საკვალიფიკაციო ეტაპი სექტემბერში დაიწყება.

ესპანეთი – ნიდერლანდები 3:3, პენ 5:4
გოლები: 1:0 ოიარსაბალი (8-პენ), 1:1 დეპაი (54-პენ), 2:1 ოიარსაბალი (67), 2:2 მაატსენი (79), 3:2 იამალი (103), 3:3 სიმონსი (108-პენ)
ესპანეთი: სიმონი – მინგესა (94. პორო), ლე ნორმანი, ჰუისენი, კუკურელია – ოლმო (84. პედრი), სუბიმენდი (108. ალეიშ გარსია), ფაბიან რუისი (84. მერინო) – იამალი, ნ. უილიამსი (117. ბაენა), ოიარსაბალი (69. ფერან ტორესი)

ესპანეთი გავიდა ერთა ლიგის ნახევარფინალში, სადაც საფრანგეთს შეხვდება.

საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქეებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩები ჩაატარეს.

ირლანდია – ბულგარეთი 2:1
გოლები: 0:1 ანტოვი (30), 1:1 ფერგიუსონი (63), 2:1 იდა (85)
ირლანდიამ შეინარჩუნა ადგილი B ლიგაში, ბულგარეთი დარჩა C ლიგაში

უნგრეთი – თურქეთი 0:3 (1:3)
გოლები: 0:1 ჩალჰანოღლუ (37, პენ), 0:2 გიულერი (39), 0:3 ბარდაკჯი (90)

თურქებმა ეს ბარიერი მარტივად გაიარეს და ერთა ლიგის A დივიზიონში გადავიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შერმადინმა ისე ითამაშა, რომ ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა

სანდროს კარგი მატჩი: 13 ქულა 16 წუთში და მოგება