გიორგი მამარდაშვილმა ბოლო საკონტროლო მატჩი „ვალენსიას“ შემადგენლობაში მაინც და მაინც დამაჯერებლად ვერ ჩაატარა. გარდა იმისა, რომ მის კარში გერმანულმა გუნდმა 5 გოლი შეაგდო, ჩვენმა მეკარემ შეცდომებიც დაუშვა. ცხადია ერთი შეხვედრა გადამწყვეტი ვერ იქნება, მაგრამ ახალი მწვრთნელის ხელში, რომელიც შეკრებაზე აკვირდება მისთვის უცხო ფეხბურთელებს, თითოეული ნიუანსი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. თანაც ასეთ გუნდებში კონკურენცია ხომ ძალიან დიდია და გიორგის მთავარ კონკურენტ სილესენსაც აქვს საკმაო გამოცდილება და პრეტენზია კარში დაბრუნდეს.
იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ერთჯერადი შემთხვევა იყო და მამარდაშვილი აწი სულ მოწოდების სიმაღლეზე იქნება, ხოლო ჯენარო გატუზო მას ცუდიდ თვალით არ შეხედავს. ყოველ შემთხვევაში, როგორც ესანური მედია წერს, „ვალენსიას“ პირველი მეკარე კვლავ ქართველი უნდა იყოს.
გამოცემა superdeporte-მა სტატია დაწერა სათაურით: „მამარდაშვილი გატუზოსთან ერთად ძლიერდება“ და იქვე გამოტანილი აქვს სიტყვები: როგორც ჩანს, გაირკვა, რომ ქართველი ახალი მწვრთნელისთვისაც სასტარტო მეკარეა.
სტატიაში წერია:
„როგორც ჩანს, „ვალენსიამ“ ვერ მიაღწია მეკარის პრობლემასთან დაკავშირებით პროგრესს, რაც გასულ ზაფხულს ჰქონდა, რადგან გუნდში დღესაც ოთხი მეკარეა: იასპერ სილესენი, ხაუმე დომენეკი, გიორგი მამარდაშვილი და კრისტიან რივერო (იჯარიდან დაბრუნდა).
მოსამზადებელმა სეზონმა, როგორც ჩანს, გამოავლინა, რომ მამარდაშვილი ჯენარო გატუზოსთვისაც ძირითადი მეკარეა, ისევე, როგორც ეს გასულ წელს იყო ბორდალასთან. იასპერ სილესენის მომავალი ჯერ გაურკვეველია.
მისი წასვლა ხელფასის დიდ წილს გაათავისუფლებდა, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე მეტს გამოიმუშავებს. როგორც ჩანს, დომენეკს არც წელს სურს დატოვოს გუნდი, ხოლო რივეროს მომავალი შეიძლება განპირობებული იყოს იმით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ჰოლანდიელთან დაკავშირებით“.
GIPHY App Key not set. Please check settings