in

მაიკლ ჯორდანის ბოტასი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

NBA-ს ვარსკვლავის, მაიკლ ჯორდანის სპორტული ფეხსაცმელი Sotheby’s-ის აუქციონზე იყო გამოტანილი და რეკორდულ 1 472 000 დოლარად გაიყიდა.

ჯორდანი ამ Nike Air Ships 1984 წელს „ჩიკაგო ბულსში“ პირველი სეზონის განმავლობაში იყენებდა.

ეს სწორედ ის წელი იყო, როდესაც კალათბურთის ლეგენდამ და Nike-მა კოლაბორაცია დაიწყეს და ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ბრენდი დააარსეს.
2003 წელს ჯორდანი NBA-ის ისტორიაში პირველი მილიარდერი მოთამაშე გახდა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ასეთი მაღალი ფასი არც ერთი სპორტსმენის ფეხსაცმელში არ გადაუხდიათ. თუმცა, ზოგადად ფეხსაცმლის რეკორდი ქანიე უესტს ეკუთვნის, რეპერის Nike-ები 1,4 მილიონ დოლარად შეფასდა.

რაც შეეხება „ჯორდანებს“, ბოტასი ცნობილმა კოლექციონერმა, ნიკ ფიორელამ შეიძინა. ლოტის საწყისი ღირებულება მხოლოდ ნახევარი მილიონი დოლარი იყო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვითომ აიცერი: პრემიერლიგის ფეხბურთელებს ვაქცინაციის ყალბ სერტიფიკატებს სთავაზობდნენ

კოკა-კოლას თასზე საბურთალომ ბარსას აკადემია დაამარცხა